აფრიკული შავი საპონი

«COCONUTA» აფრიკული შავი საპონი – 100% სუფთა და ნატურალური პროდუქტია, რომელიც არ შეიცავს ქიმიურ დანამატებსა და ალერგენებს.ამ პროდუქტის დამზადების და გამოყენების ისტორია საუკუნეებს ითვლის.ბევრისთვის ცნობილია შავი საპონის  სასარგებლო თვისებები, ის სიღრმისეულად ასუფთავებს, კვებავს და აჯანსაღებს კანს.საპონი დამზადებულია აფრიკაში, კერძოდ განაში.


  • ნეტო წონა: 100გრ
  • წონა ბრუტო: 115გრ

რა სასარგებლო თვისებები ახასიათებს აფრიკულ შავ საპონს?

აფრიკული შავი საპონის უპირატესობა მის შემადგენლობაშია. პროდუქტი წარმოადგენს ისეთი ინგრედიენტების კომბინაციას როგორებიცაა : პლანტის ქერქის ნაცარი, კაკაოს მარცვლები, ქოქოსის ზეთი ,შიის კარაქი, პალმის კარაქი. ასევე, საპონის შემადგენლობაში შემავალი მრავალძარღვას ქერქი, შეიცავს დიდი რაოდენობით რკინისა და A და E ვიტამინებს.
აღსანიშნავია, რომ აფრიკული შავი საპონის შემადგენლობა მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, იმის მიხედვით თუ აფრიკის რომელ რეგიონშია წარმოებული პროდუქტი.
პროდუქტის უპირატესობები:
• ანტიბაქტერიული თვისებები.
• გამოიყენება ყველა ტიპის კანისთვის.
• შესანიშნავად ატენიანებს კანს.
• სიღრმისეულად ასუფთავებს კანს.
• ამცირებს გაღიზიანებას.
• არეგულირებს კანის ცხიმიანობას.
• აჩერებს ანთებითი პროცესს.
• აქრობს გამონაყარს.
• ამცირებს ნაოჭებს.
• ანელებს დაბერების პროცესს.
• აუმჯობესებს კანის სტრუქტურას.
• ხელს უშლის პიგმენტური ლაქების გაჩენას.
• კურნავს სოკოვან დაავადებებს

საიდან წარმოიშვა აფრიკული შავი საპონი?

აფრიკული შავი საპონი ძირითადად, დასავლეთ აფრიკაში იწარმოება. ის შეიძლება შეგხვდეთ როგორც მყარ ასევე თხევად მდგომარეობაში. პროდუქტი მზადდება ხელით, საუკუნოვანი საიდუმლო მეთოდით.
დროთა განმავლობაში, აფრიკული შავი საპონი პოპულარული და მოთხოვნადი გახდა მთელ აფრიკის კონტინენტზე და შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
დღეს, ბაზარზე არსებული საპონი ძირითადად განაში იწარმოება. მას ის ქალები ამზადებენ, რომლებსაც საიდუმლო მეთოდი ოჯახის წევრებმა მემკვიდრეობით გადასცეს.

აფრიკული შავი საპონის ისტორია.

აფრიკული შავი საპონის ისტორია, დასავლეთ აფრიკასთან, ძველ იორუბას ტომებთანაა დაკავშირებული.
პირველად, საპონის დამზადება იორუბას კოლონიურ მიწაზე დაიწყეს. ნიგერიული ტრადიციის თანახმად, ამ პროდუქტის დამზადების მეთოდი მემკვიდრეობით, დედისგან ქალიშვილს გადაეცემოდა.
შავი საპონის დამზადების ტრადიციული მეთოდი დღესაც გამოიყენება ამ პროდუქტის წარმოებაში.
იორუბას ქალებმა გაუზიარეს ამ არაჩვეულებრივი პროდუქტის დამზადების ტექნიკა აფრიკის სხვა ქვეყნების მაცხოვრებლებსად და დღეს, შავი საპონის წარმოებით და დისტრიბუციით მიღებული თანხები, აფრიკელი ქალების ძირითად შემოსავალს წარმოადგენს.
ჰავაიელები შავ საპონს «ALATA SAMINA»-ს უწოდებენ. ეს დასახელება სიტყვა ATA-სგან გამომდინარეობს, რაც ნიშნავს წიწაკას, ხოლო ALATA წიწაკის გამყიდველს.
«ALATA SAMINA» – წიწაკის გამიყიდველის საპონი.
წიწაკის გამყიდველები იყვნენ პირველები, ვინც ბაზარზე შავი აფრიკული საპონით ვაჭრობა დაიწყეს, ამან განაპირობა ამ პროდუქტის ჰავაის დასახელება .

აფრიკული შავი საპონის შემადგენლობა?

რისგან მზადდება ეს შესანიშნაბი პროდუქტი ?
აფრიკული შავი საპონი დამზადებულია მხოლოდ ორგანული ინგრედიენტებით.
შემადგენლობა:
პლანტის ქერქის ნაცარი ; კაკაოს მარცვლები ; ქოქოსის კარაქი ; შიას კარაქი; პალმის კარაქი.

როგორ გამოვიყენოთ აფრიკული შავი საპონი?

ნადმვილი შავი აფრიკული საპონი, გამოირჩევა უხეში ტეკსტურით, ამიტომ ის იდეალურად აშორებს კანის მკვდარ უჭრედებს, არბილებს და სიგლუვეს ანიჭებს კანს.
გამოყენებამდე კარგად ააქაფეთ საპონი და დაიტანეთ ქაფი კანზე, შემდგონ ჩამოიბანეთ ქაფი წყლით.
არ არის აუცილებელი საპნის წასმისას ძალის დატანება, რადგან პროდუქტის უხეში ტექსტურა, ზედმეტი ძალდატანების გარეშეც, ადვილად აშორებს მკვდარ უჭრედებს და ათანაბრებს კანს.
შეგიძლიათ საპონი პირდაპირ კანზეც წაისვათ, თუ გსურთ კანის სკრაბირება.
თუმცა ამ მეთოდით გამოყენებისას იყავით ფრთხილები.
საპნის გამოყენების შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ ქაფი წყლით, ასევე გირჩევთ დაიტენიანოთ კანი თქვენი საყვარელი დამატენიანებელით, ეს დაგეხმარებათ დააფიქსიროთ და გააუმჯობესოთ საპნის ბუნებრივი დამატენიანებელი ეფექტი.