კაკაოს კარაქი

კაკაოს კარაქი

«COCONUTA» პირველადი ციცი დაწურვის კაკაოს კარაქი – 100% სუფთა და ნატურალური პროდუქტია, რომელიც არ შეიცავს რაიმე სახის ქიმიურ დანამატს.
კარაქი დამზადებულია აფრიკაში, კერძოდ განაში, კაკაოს მარცვლებისგან.
34 ° C- ზე დაბალ ტემპერატურაზე ის მაგრდება, ხოლო 38 ° C- ზე მაღალ ტემპერატურაზე ლღვება.

საკვები ღირებულება:

ენერგიაცხიმინახშირწყლებიშაქარიცილა
საკვები ღირებულება 100გ:
3699კჯ/
884კკლ
100გ
0/0გ

0/0გ

0/0გ

  • ნეტო წონა: 100გრ
  • წონა ბრუტო: 235გრ

რა სასარგებლო თვისებები ახასიათებს კაკაოს კარაქს?

კაკაოს კარაქის ზომიერი მოხმარება, ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის.
ის მიეკუთვნება ჯანსაღი ცხიმების ჯგუფს, ხოლო მასში შემავალი მონოგაჯერებული ცხიმები ხელს უწყობენ ტვინის მუშაობას, ამცირებენ სისხლში ქოლესტერინის დონესა და დადებითად მოქმენებენ ადამიანის განწყობაზე.
კოკოის კარაქი, მდიდარია მაგნიუმით, რკინითა და E ვიტამინით. ასევე ის შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს – ფლავანოლებს, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში ანთებითი პროცესის შეჩერებას და აძლიერებს იმუნურ სისტემას.
თუმცა ყველა ეს სამკურნალო თვისება გააჩნია მხოლოდ არარაფინირებულ
კაკაოს კარაქს.
დამუშავების შემდეგ, კარაქს ელევა არა მხოლოდ სურნელი და გემო, არამედ ყველა სამკურნალო თვისება
და სასარგებლო ნივთიერება.

COCONUTA-ს უპირატესობა

კაკაოს კარაქი აქტიურად გამოიყენება უამრავ სფეროში : კოსმეტოლოგიაში, მედიცინასა და კულინარიაში.
ამ პროდუქტის ირგვლივ არსებულმა დიდმა ინტერესმა და მოთხოვნამ, შთაგვაგონა COCONUTA-ს ასორტიმეტის გაფართოება და ჩვენი მომხმარებლებისთვის კაკაოს კარაქის შეთავაზება. კაკაოს ბაზარზე უამრავი პროდუქტია წარმოდგენილი, თუმცა მათგან ყველაზე ღირებული და ხარისხიანი პირველადი ცივი დაწურვის კაკაოს კარაქია.
მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ კაკაოს კარაქის დამუშავების მეთოდს. თუ კარაქი დამუშავებული ქიმიურად, მაშინ მას ყველა სამკურნალო თვისება აქვს დაკარგული.
«COCONUTA» გთავაზობთ 100% ნატურალ კაკაოს კარაქს, რომელიც დამზადებულია განაში, უმაღლესი ხარისხის აფრიკული კაკაოს მარცვლებისგან.
COCONUTA-ს კაკაოს კარაქის იდეალურმა მიკრობიოლოგიურმა მახასიათებლებმა, გამოკვეთილმა გემომ და არაჩვეულებრივმა სურნელმა დაიმსახურა ღირსეული შეფასება, როგორც კოსმეტოლოგების ასვე მომხმარებლების მხრიდან.
ჩვენ გულმოდგინედ ვადევნით თვალ-ყურს კარაქის წარმოების სრულ პროცესს და მკაცრად ვაკონტროლებთ პროდუქტის ხარისხს.

კაკაოს კარაქის ისტორია.

კაკაოს ხე იმდენივე წელს ითვლის, რამდენსაც ადამიანი.
ისტორიაში კაკაოს პირველად ძვ.წ. 1000 წლებში მოიხსენიებენ.
სამხრეთამერიკელმა ინდიელებმა პირველებმა დაიწყეს კაკაოს მარცვლების გამოყენება.
მაიას ტომის ხალხი, ითვლება პირველ ცივილიზაციად, რომლებმაც კაკაოს ხეების მოშენება დაიწყეს. მცენარეს მათ XOCOATL უწოდებდნენ .
ისტორიკოსებისთვის ცნობილია, რომ მაიას ტომელები და აცტეკები კაკაოსა და შოკოლადის აქტიური მომხმარებლები იყვნენ, ისტორია მოგვითხრობს, რომ მაიას ცივილიზაციის ძირიღადი საკვები შოკოლადი იყო.
ლეგენდის თანახმად, მაიას ცივილიზაცია და აცტეკები კაკაოს მარცვლებს ღვთისგან ბოძებულ საჩუქრად მიიჩნევდნენ და ვალუტის ერთეულადაც კი იყენებდნენ.

რისგან ამზადებენ კაკაოს კარაქს?

კაკაოს კარაქი მზადდება კაკაოს ხის ნაყოფისგან ანუ კაკაოს მარცვლებისგან.
პროდუქტის წარმოება რამდენიმე ეტაპს მოიცავს:
კარაქი არ მზადდება ნედლი მარცვლებისგან, მათ თავდაპირველად აშრობენ, შემდგომ აუცილებელია მათი მოხალვა.
წარმოების ბოლო ეტაპებზე, კაკაოს მარცვლები მკვრივი კონსისტენციის პასტაში იზილება და მხოლოდ ამის შემდეგ დაპრესვის შედეგად ვიღებთ კაკაოს კარაქს.

საიდან წარმოიშვა კაკაოს კარაქი ?

კაკაოს სამშობლოდ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა ითვლება. თავდაპირველად მცენარეს საკვებად გამოიყენებდნენ, შემდგომ აღმოაჩინეას მისი არაჩვეულებრივი კოსმეტიკური და სამკურნალო თვისებები.
კანის დატენიანების, კვებისა და დარბილების თვისებების გამო კაკაოს კარაქი აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში.
მისი უამრავი სამკურნალო თვისების წყალობით, ეს პროდქტი მოთხოვნადია სამედიცინო სფეროშიც.
ბოლო წლებშო ჩატარებულმა კვლევებმა, დაამტკიცა ამ პროდუქტის დადებითი მოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ამიტომ დღეს, კაკაოს კარაქი საკმაოდ პოპულარული ინგრედიენტია და აქტიურად გამოიყენება როგორც თავის მოვლის ასევე სამკურნალო საშუალებებში.