შიის კარაქი

შიის კარაქი

«COCONUTA» პირველადი ციცი დაწურვის შიის კარაქი – 100% სუფთა და ნატურალური პროდუქტია, რომელიც არ შეიცავს რაიმე სახის ქიმიურ დანამატს.
კარაქი დამზადებულია აფრიკაში, კერძოდ განაში, შიის ხის კაკლისგან.
35 ° C- ზე დაბალ ტემპერატურაზე ის მაგრდება, ხოლო 35 ° C- ზე მაღალ ტემპერატურაზე ლღვება.

საკვები ღირებულება:

ენერგიაცხიმინახშირწყლებიშაქარიცილა
საკვები ღირებულება 100გ:
3699კჯ/
884კკლ
100გ
0/0გ

0/0გ

0/0გ

  • ნეტო წონა: 100გრ
  • წონა ბრუტო: 235გრ

რა სასარგებლო თვისებები ახასიათებს შიის კარაქს ?

გასულ წლებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე, აღმოჩნდა რომ შიის კარაქის გამოყენებით უამრავი პრობლემის თავიდან აცილება და გადაჭრაა შესაძლებელი.
ეს პროდუქტი დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ მშრალი კანით გამოწვეულ დისკომფორტს, გაიყუჩოთ დამწვრობა და ჭრილობა, განიკურნოთ მსუბუქი დერმოტოლოგიური დააავადებები.
(თუ თქვენ გაწუხებთ კანის სერიოზული და გართულებული დაავადება, უმჯობესია მიმართოთ ექიმს).
კლინიკურად დამტკიცებულია შიის კარაქის დადებითი გავლენა კანზე.
რა სასარგებლო თვისებები გააჩნია შიის კარაქს :
• შესანიშნავი დამატენიანებელი საშუალება სახის და სხეულის ყოველდღიური მოვლისთვის.
• კვებავს გამომშრალ კანს.
• ამშვიდებს და აქრობს გამონაყარს.
• აღადგენს მზის დამწვრობის შედეგად გაღიზიანებულ და აქერცლილ კანს.
• კურნავს მუწუკებსა და აქრობს ნაოჭებს.
• ამცირებს დაჭიმული და გამომშრალი კანის ქავილს / განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შიის კარაქის გამოყენება ორსული ქალებისათვის, ორსულობის ბოლო თვეებში სტრიების თავიდან ასაცილებლად.
• გამოიყენება გაპარსვის წინ – კანის დარბილებისთვის.
• კურნავს კანზე გაჩენილ მცირე ჭრილობებს.
• არბილებს და ხელს უწყობს გაბზარული კანის შეხორცებას (განსაკუთრებით ქუსლებზე)
• კურნავს მარტივი და საშუალო სიმძიმის ეგზემას.
• დაგეხმარებათ დაიცვათ კანი (ტუჩები) მზისგან და ქარისგან.
• ათანაბრებს სახის კანის ფერს.
• აქრობს და მინიმუმამდე ამცირებს ლაქებისა და ნაწიბურების გაჩენას.
• შეამცირებს ქიმიური ზემოქმედების შედეგად თავის კანიზე გაჩენილ გაღიზიანებასა და სიწითლეს.
• კურნავს გამონაყარს (ტანდემში გამოიყენეთ აფრიკული შავი საპონი)
• ადვილად შეიწოვება (არ იწვევს სეკრელური ჯირკვლების ანთებასა და ფორების გაღიზიანებას).
• აღადგენს და ინარჩუნებს კანის ბუნებრივ ელასტიურობას.
• კვებას და ბზინვარებას სძენს თმას.

COCONUTA-ს უპირატესობა

რა უპირატესობაა ”COCONUTA” – ს შიის კარაქსა და სხვა ბრენდების ზეთებს შორის?
კანის სწორი მოვლა, წლებია უკვე მთავარ ტენდენციად რჩება, როგორც ქალების ასევე მამაკაცებისთვის.
მაშ რაშია იდეალური კანის საიდუმლო? ეს შეკითხვა მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და გამორჩეულ დედოფალს, კლეოპატრასაც აინტერესებდა. დედოფალმა საკუთარი სილამაზის ელექსირი მან შიის კარაქში ჰპოვა.
«COCONUTA“- ს გუნდს გვეამაყება, რომ გიზიარებთ უმაღლესი ხარისხის, სუფთა და ნატურალურ პროდუქტს მისივე სამშობლოდან აფრიკიდან, კერძოდ განადან.
არარაფინირებული შიის კარაქი იწარმოება ხელით, შესაბამისად ხშირია შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა დროს წარმოებული კარაქი განსხვავდება ერთმანეთისგან, კონსისტენციით, ფერითა და სურნელით.
ჩვენ გვსურდა შეგვერჩია უმაღლესი ხარისხის პროდუქტი ჩვენი მომხმარებლებისთვის, ამიტომ შევუკვეთეთ შიის კარაქი 5 სხვადასხვა მწარმოებლებისგან და კოსმეტოლოგებთან ერთად ჩატარებული ხანგრძლივი ტესტირებების შემდეგ შევარჩიეთ საუკეთესო.
მიუხედავად იმისა, რომ ნიმუშისთვის განკუთვნილი ყველა პროდუქტი პოზიციონირებდა, როგორც 100% შიის კარაქი, ექსპერიმენტის შედეგებმა საკმაოდ გაგვაკვირვა.
რამდენიმე ნიმუშის გამოყენებამ გამოიწვია კანის აქერცვლა, კარაქი რთულად იწოვებოდა და აღიზიანებდა ფორებს.
მაგრამ ერთმა ნიმუშმა სასიამოვნოდ გაგვაკვირვა, ამ პროდუქტმა იდეალურად გაიარა ყველა ტესტირება და ჩვენც არჩევანი რა თქმა უნდა მასზე შევაჩერეთ.
მზგავსი ექსპერიმენტები საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ და ავირჩიოთ საუკეთესო პროდუქტი, რომელსაც შემდგომ შემოგთავაზებთ თქვენ.
ხოლო ყოველდღიური კომუნიკაცია მიმწოდებელთან, გვაძლევს საშუალებას ზუსტად ვიცოდეთ სად და როგორ ხდება ‘COCONUTA”- ს კარაქისთვის განკუთვნილი შიის კაკლის მოკრეფა და დამუშავება. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვაკონტორლთ პროდუქტის დამზადების სრული პროცესი.
არარაფინირებული შიის კარაქი „COCONUTA“ არის აფრიკის ნაწილაკი თქვენი კოსმეტიკის ჩანთაში.

შიის კარაქის ისტორია

შიის კარაქის ისტორია, ძველი ეგვიპტიდან მოდის. შეუფასებელი და შეუცვლელი კოსმეტიკური საშუალება, ჯერ კიდევ დედოფალი კლეოპატრას აღუწერელი სილამაზის საიდუმლო ელექსირი იყო. დედოფალს მუდმივად ხელთ ჰქონდა არარაფინირებული შიის კარაქი.
COCONUTA-ს გუნდი ამაყობს, რომ შეგვიძლია ეს სილამაზის ელექსირი გაგიზიაროთ თქვენ, ჩვენს მომხმარებლებს.
შიის კარაქი მიიღება შიის ხის კაკლისგან.
ადგილობრივი მაცხოვრებლები ხელით არჩევენ კაკლის გულებს დამწიფებული ნაყოფიდან.
გარჩეული კაკლის გულები დუღს, რის შედეგადაც გამოყიფილი ცხიმი ზედაპირზე ამოდის, შემდგომ მას ფრქვავენ, ფილტრავენ, აფასოებენ და სხვადასხვა ქვეყნებში გასაყიდად აგზავნიან.
აფრიკაში შიის კარაქს „ქალთა ოქროს“ უწოდებენ, რადგან შიის კარაქის წარმოებიდან მიღებული გასამჯელო, აფრიკელი ქალების ძირითადი შემოსავალია.

შიის კარაქის შემადგენლობა?


შიის კარაქი შეიცავს ისეთ სასარგებლო ნივთიერებებს როგორებიცაა :
• ტოკოფეროლი, ანუ ვიტამინი E.
• ვიტამინები A და F, რომლებიც ანელებენ დაბერების პროცესს და ატენიანებენ კანს.
• ოლეინის; სტეარინის; პალმიტის; ლინოინის მჟავებს.

როგორ მოიპოვებენ შიის კარაქს?

შიის კარაქი მიიღება აფრიკული შიის ხის ნაყოფისგან (VITELLARIA PARADOXA) . ეს არის შიის კაკლის გულიდან მიღებული ცხიმი, რომელსაც საუკუნეების მანძილზე მოიპოვებს, ამუშავებს და აქტიურად იყენებს აფრიკელი ხალხი.
არარაფინირებული შიის კარაქი, არის ნატურალური პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს დამატებით ქიმიკატებსა და კონსერვანტებს.
მზგავსი დამუშავებით მიღებულ კარაქს, მაქსიმალურად აქვს შენარჩუნებული მისთვის დამახასიათებელი ყველა სამკურნალო თვისება და სასარგებლო ნივთიერება.
ორგანულ შიის კარაქს, კაკლის არომატი და მოყვითალო ფერი აქვს.
თეთრი, უარომატო შიის კარაქი მიიღება მისი დამატებითი დამუშავების შემდეგ.
გადამუშავებული შიის კარაქი კარგავს მისთვის დამახასიათებელ ყველა სასარგებლო თვისებას.